დანოზა ურო აკუტი ხელს უწყობს საშარდე სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
საშარდე «აკვარიუმი»?
ხშირად გაწუხებთ

თუ თქვენ გაწუხებთ:

  • 1
    ჭრა და ტკივილი შარდვისას
  • 2
    შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება
  • 3
    დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
  • 4
    გახშირებული შარდვის სურვილი
E. coli საშარდე სისტემის ანთების, მათ შორის ცისტიტის, ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. ბაქტერია ნაწლავებიდან კონტაქტით გზით ხვდება შარდსადენში, სადაც იწვევს ანთებით რეაქციას.
Escherichia coli (E.Coli)
Escherichia
მეცნიერულად დამტკიცებულია2

რატომ დანოზა ურო აკუტი?

D-მანოზა დათვის ყურას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (არბუტინი)
  • 1/ დანოზა ურო აკუტის მთავარი ინგრედიენტი D-მანოზაა, რომელიც მოქმედებს E. coli-ს სხვადასხვა შტამზე, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულებზეც.1,3
  • 2/ შემუშავებულია გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე.4,5
  • 3/ ცისტიტის გამომწვევ ბაქტერიებზე დანოზა ურო აკუტის აქტიური კომპონენტების მოქმედების გამო, ხშირად შესაძლებელია ანტიბიოტიკების დანიშვნის თავიდან აცილება.6
  • 4/ ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას საშარდე სისტემის ანთებითი პროცესების კომპლექსური მკურნალობისას.7
ანთების პირველივე სიმპტომებისას
სასურველია დაუკავშირდეთ ექიმს, ხშირად, დროული მკურნალობა გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ანალიზის შედეგების მიღების შემდეგ, ექიმმა შესაძლოა მკურნალობას ანტიბიოტიკი დაამატოს. ზოგჯერ შედეგების ლოდინი 10 დღეზე მეტხანს შეიძლება გაგრძელდეს.
მნიშვნელოვანია2
დანოზა ურო აკუტი
დანოზა ურო აკუტი ხელს უწყობს საშარდე სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
დანოზა ურო აკუტის აქტიური ინგრედი­ენტები7
D-მანოზა
მიიჩნევა ანტიბიოტიკების ალტერნატივად, რადგან მას შეუძლია ხელი შეუშალოს ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტსა და საშარდე გზების უჯრედებზე. D-მანოზას შეუძლია დაბლოკოს ბაქტერიების ადჰეზია (მიწებება) საშარდე გზების ლორწოვანი გარსის უჯრედებზე.
დათვის ყურას ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (შეიცავს მინიმუმ 20% არბუტინს)
მას აქვს ანტიმიკრობული ეფექტი Escherichia coli-ს, Proteus vulgaris-ის, Ureaplasma urealyticum-ის, Mycoplasma hominis-ის, Staphylococcus aureus-ის, Pseudomonas aeruginosa-ს, Klebsiella pneumoniae-ს, Enterococcus faecalis-ის, Streptococcus შტამების და Candida albicans8-ის წინააღმდეგ, ასევე შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
საპირფარეშო პრობლემას არ წარმოადგენს - როდესაც საშარდე სისტემა ნორმაშია!

გამოყენების რეკომენდ­აციები7

  • 1/ 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) სამი დღის განმავლობაში, შემდეგ გააგრძელეთ 1 პაკეტის მიღება დღეში ერთხელ 11 დღის განმავლობაში.
  • 2/ დადებითი ეფექტის მისაღწევად, რეკომენდებულია დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის (1-1.5 ლ) დალევა, რაც ხელს უწყობს შარდის მოცულობის გაზრდას..
  • 3/ გამოყენებამდე რეკომენდებულია შარდის ბუშტის დაცლა!
  • 4/ არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

  • 5/ საკვები დანამატი

    არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი საკვების შემცვლელად.

სად შევიძინოთ დანოზა ურო პროლონგი?

როგორ ავიცილოთ თავიდან საშარდე სისტემის მორეციდივე ინფექციები?
დანოზა ურო პროლონგი – ხელს უწყობს საშარდე სისტემის ბუნებრივ დაცვას

სამკურნალო ვარჯიში9

ცისტიტის განვითარებას ხშირად ხელს უწყობს მენჯის ფუძის კუნთების სისუსტე. მას შეუძლია გამოვლინდეს შარდის შეუკავებლობით სიცილის, ხველის, ცემინების ან სპორტული აქტივობის დროს. ყველაზე ხშირად, მენჯის ფუძის კუნთების სისუსტე ქალებში მშობიარობის შემდეგ ან 45 წელზე უფროსი ასაკის ქალებში ვლინდება. ისეთი უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა და საშარდე გზების ანთება, რეკომენდებულია მენჯის ფუძის კუნთების ვარჯიში დოქტორ არნოლდ ჰ. კეგელის მიერ შემუშავებული ვარჯიშების გამოყენებით. ეს ვარჯიშები სასარგებლოა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის..​

მენჯის ფუძის კუნთების აღქმა
ამ ვარჯიშების სწორად შესასრულებლად, თქვენ უნდა აღიქვათ მენჯის ფუძის კუნთები და ავარჯიშოთ ისინი.​

  • თუ ქალი ხართ, წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ გაზებისგან გათავისუფლებას ან ტამპონის გარშემო საშოს მოჭერას.​
  • თუ მამაკაცი ხართ, წარმოიდგინეთ, რომ ცდილობთ გაზებისგან გათავისუფლებას ან შარდვის დროს შარდის შეკავებას.​

​კუნთების შეკუმშვის პრაქტიკა
თუ სწორი კუნთები გაქვთ განსაზღვრული, შეკუმშვას იგრძნობთ უფრო მენჯის უკანა ნაწილში, ვიდრე წინა ნაწილში..

  1. აირჩიეთ სწორი პოზიცია. დაიწყეთ ზურგზე წოლით, სანამ მენჯის ფუძის კუნთებში შეკუმშვას არ იგრძნობთ. როგორც კი თავს კომფორტულად იგრძნობთ, ივარჯიშეთ მჯდომარე და ვერტიკალურ პოზიციაში.​
  2. დაჭიმეთ მენჯის ფუძის კუნთები 3-5 წამის განმავლობაში.​
  3. მოადუნეთ 3-5 წამის განმავლობაში.​
  4. გაიმეორეთ შეკუმშვა/მოდუნების ციკლი 10-ჯერ. შეინარჩუნეთ სხვა კუნთები მოდუნებულ მდგომარეობაში. არ დაჭიმოთ მუცლის, ფეხის ან დუნდულების კუნთები და არ ასწიოთ მენჯი. ფრთხილად დაადეთ ხელი მუცელზე, რათა დარწმუნდეთ, რომ მუცლის კუნთებს არ აწვებით.​
  5. თანდათან გაზარდეთ შეკუმშვისა და მოდუნების ხანგრძლივობა. აიყვანეთ შეკუმშვა-მოდუნების ხანგრძლივობა 10 წამამდე.​

ეცადეთ, ყოველდღიურად მინიმუმ 30-40 კეგელის ვარჯიში შეასრულოთ. უმჯობესია, ისინი მთელი დღის განმავლობაში გადაანაწილოთ, ვიდრე ერთდროულად შეასრულოთ. რადგან ეს არის ფარული ვარჯიშები, რომლებსაც მხოლოდ თქვენ ამჩნევთ, შეგიძლიათ მათი შესრულება ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს..

ასევე ივარჯიშეთ როგორც მოკლე, 2-3 წამიანი შეკუმშვებით და მოდუნებებით (ზოგჯერ „სწრაფ შეკუმშვებსაც“ უწოდებენ), ასევე უფრო ხანგრძლივი შეკუმშვებით და მოდუნებებით.

სამეცნიერო წყაროები:

  1. Lenger S.M et.al. D-mannose vs other agents for recurrent urinary tract infection prevention in adult women: a systematic review and meta-analysis. 2020 Aug;223(2):265.e1-265.e13 DOI: 10.1016/j.ajog.2020.05.048 URL: https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/32497610/ (06.2020)
  2. Flores-Mireles AL, Walker JN, Caparon M, Hultgren SJ. Urinary tract infections: epidemiology, mechanisms of infection and treatment options. Nat Rev Microbiol. 2015 May;13(5):269-84. doi: 10.1038/nrmicro3432. Epub 2015 Apr 8. PMID: 25853778; PMCID: PMC4457377 URL: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4457377/
  3. D-mannose. URL: https://www.chronicutiinfo.com/day-to-day-help/natural-supplements/d-mannose/
  4. Kranz J. et. al. The 2017 Update of the German Clinical Guideline on Epidemiology, Diagnostics, Therapy, Prevention, and Management of Uncomplicated Urinary Tract Infections in Adult Patients. Part II: Therapy and Prevention rol Int. 2018;100(3):271-278. doi: 10.1159/000487645 URL:https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/29539622/ (14.03.2018)
  5. Recurrent Uncomplicated Urinary Tract Infections in Women: AUA/CUA/SUFU Guideline (2022) PUBLISHED 2019, REVIEWED AND VALIDITY CONFIRMED 2022 URL:http://www.auanet.org/guidelines-and-quality/guidelines/recurrent-uti (2022
  6. Sharma V, Ichikawa M, Freeze HH. Mannose metabolism: more than meets the eye. Biochem Biophys Res Commun. 2014 Oct 17;453(2):220-8. doi: 10.1016/j.bbrc.2014.06.021. Epub 2014 Jun 12. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4252654/
  7. დანოზა ურო აკუტი გამოყენების ინსტრუქცია
  8. Assessment report on Arctostaphylos uva-ursi (L.)Spreng. https://www.ema.europa.eu/en/documents/herbal-report/final-assessment-report-arctostaphylos-uva-ursi-l-spreng-folium-revision-2_en.pdf
  9. Step-by-step guide to performing Kegel exercises, February 2, 2022 URL: https://www.health.harvard.edu/bladder-and-bowel/step-by-step-guide-to-performing-kegel-exercises

*ანტიბიოტიკის ალტერნატიული საშუალება: D-მანოზა ანტიბიოტიკების ალტერნატივად ითვლება მისი უნარის გამო, ხელი შეუშალოს ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტისა და საშარდე სისტემის უჯრედებზე.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფოტრმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

თუ გსურთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გვერდით მოვლენების ან უსაფრთხოების, შესახებ ინფორმაციის გაზიარება, პროდუქტთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენების ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენა*, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.წერილი შემდეგ მისამართზე:pharmacovigilance@alpenpharma.com